დახურვა
სტილი
03.12.2021

გერმანული კომპანია BioNTech, რომელმაც თავის ამერიკულ პარტნიორ Pfizer-თან ერთად კოროვირუსული საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა, მზად არის, თავისი პრეპარატი კორონავირუსის შტამ "ომიკრონს" მოარგოს. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის შექმნას, საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით 100 დღე დასჭირდება.

შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის შტამ "ომიკრონს" ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირება შეუძლია, თუმცა გამოყენებულ პრეპარატებს დაავადების მძიმე ფორმებისგან დაცვა შეუძლია.

"ჩვენ ველოდით, რომ მსგავსი ვირუსი მომავალი წლის დასაწყისში გაჩნდებოდა. ის ცოტა ადრე მოვიდა", - განაცხადა BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი" დაარქვა. "ომიკრონი" ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×