დახურვა
სტილი
16.06.2021

ცნობილი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა საუბრობს იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობას კოვიდის შემდეგ შავი სოკო, რომელიც ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის დროს აფეთქდა და როგორც წესი, ვითარდება იმ პაციენტებს შორის, ვისაც მძიმე თანხმლები დაავადება აქვს, მაგალითად, შიდსი, დიაბეტი, ჰემატოლოგიური დაავადება, იმყოფება ქიმიოთერაპიის ქვეშ და ამის შედეგად აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება იმუნურ ფაზაში სტეროიდები, მაღალი დოზით, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებს. შავი სოკო გამოვლინდა პაციენტებში, ვინც დიდი დოზით იღებდა სტეროიდებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში… ხალხი რომ არ შევაშინოთ, გეტყვით, რომ ეს დაავადება არ ვრცელდება ჯანმრთელ, იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში. ვლინდება მხოლოდ იქ, სადაც ღრმა იმუნოდეფიციტი და ფონური დაავადებებია. ჯანმრთელ ადამიანს ეს არ გადაედება. შეიძლება, გადაედოს მხოლოდ მას, ვინც ამ მძიმე სენით დაავადებულ პაციენტთან იქნება და ეს სოკო მოხვდება ლორწოვანზე. ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად გადადის, მაგრამ იმუნოკომპეტენტურ ადამიანებს, რომც გვქონდეს კონტაქტი ამ სოკოსთან, დაავადება არ განგვივითარდება“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×