დახურვა
სტილი
04.01.2022

5-10 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან, თუმცა 8 იანვარს, მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა 5-10 იანვრამდე +8, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოში  5 იანვარს წვიმაა მოსალოდნელი. 6 იანვრიდან 10 იანვრამდე - კი გამოიდარებს. ტემპერატურა +9, +15 გრადუსი იქნება. თბილისში ტემპერატურა მოიმატებს. 5-10 იანვარს ჰაერი +9, +14 გრადუსამდე გათბება. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 6 იანვარს სინოპტიკოსები თოვლჭყაპს პროგნოზირებენ.

მაღალ მთაში 5 იანვარს მოთოვს. 6 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5-10 იანვრის პერიოდში მთაში მინიმალური ტემპერატურა - 2 გრადუსი იქნება, ხოლო მაქსიმალური +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×