დახურვა
სტილი
05.01.2022

დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ.

„დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

კითხვაზე, რომ დედაქალაქში არსებულ ყვითელ მიკროავტობუსებში ახალი ბარათით გადახდის შესაძლებლობა არ იქნება, ვიქტორ წილოსანის ამბობს, რომ ახალი სამგზავრო ბარათების ამოქმედების მომენტისთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.

„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×