დახურვა
სტილი
11.01.2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თარიღის ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაციას არ იძლევა. ყველაფერი ისევე განხორციელდება, როგორც დაგეგმილ იყო. თუ ამის საჭიროება დადგა, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება." - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან, 17 იანვრიდან უნდა აღდგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×