დახურვა
სტილი
19.01.2022

რამდენად ეფექტიანია “ფაიზერის” ვაქცინის ბუსტერ-დოზა” ომიკრონის წინააღმდეგ – ამის შესახებ მორიგი კვლევის შედეგები ქვეყნდება.

უახლესი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს სამეცნიერო ჟურნალი Science აქვეყნებს.

კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ “ფაიზერის” მესამე დოზა “ომიკრონს” იმავე ეფექტიანობით ანეიტრალებს, რა ეფექტიანობითაც ამავე ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის სხვა შტამებს.

როგორც Science-ის მასალაში ვკითხულობთ, გლობალურად გავრცელებულ “ომიკრონის” შტამს მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანტისხეულების განეიტრალება შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს.

მეცნიერების თქმით, ორი დოზის მიღების შემდეგ, შრატებს ჰქონდათ 22-ჯერ შემცირებული ანტისხეულები “ომიკრონის” მიმართ, “ვუჰანის” ფსევდოვირუსთან შედარებით.

ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ კი, “ომიკრონის” განეიტრალებული ტიტრები 23-ჯერ გაიზარდა, რაც და ეს გაუტოლდა იმ ნეიტრალიზაციის ტიტრებს, რომელიც სხვა შტამების შემთხვევაში – ორჯერადად ვაქცინაციის დროს ფიქსირდება. 

როგორც გამოცემა წერს, ეს მონაცემები ვარაუდობს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის სამმა დოზამ ასევე შეიძლება ეფექტიანად დაიცვას ადამიანები “ომიკრონით” გამოწვეული ავადობისგან.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მათ გამოიყენეს ტესტირების ორი სისტემა – როგორც ფსევდოვირუსის ნეიტრალიზაციის ტესტი, ასევე ასევე ცოცხალი SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზაციის ტესტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×