დახურვა
სტილი
05.05.2022

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს მხო­ლოდ ერ­თდღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბის ღა­მის­თე­ვით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა კი იკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ექ­სკურ­სი­ის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე 150 კმ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

გარ­და ამი­სა, ზო­გა­დადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

ასე­ვე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­მარ­ტეს, ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

"სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბენ "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­სა და "ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­თა ექ­სკურ­სი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის 2019 წლის 31 მა­ი­სის N719 ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი/ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში და ექ­სკურ­სი­ის ლო­კა­ცი­ა­ზე მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რის­თვი­საც იგი გა­მო­ი­თხოვს და სკო­ლის დი­რექ­ტორს, ექ­სკურ­სი­ამ­დე არა­ნაკ­ლებ 10 დღით ადრე, წა­რუდ­გენს ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს, მძღო­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ექ­სკურ­სი­ის მიზ­ნე­ბის, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის (მათ შო­რის, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის), პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის, ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღი­სა და ლო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს წარ­დგე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას/დო­კუ­მენ­ტებს და პერ­სო­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ექ­სკურ­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ.

მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სკურ­სია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ ერთ დღე­ში, ღა­მის­თე­ვის გა­რე­შე. ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 150 კმ-ს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლეს, მის წარ­მო­მად­გე­ნელს და ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებს მი­ა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღის, ლო­კა­ცი­ის, და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა მიზ­ნე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და მო­ნა­წი­ლე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ. ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს უნდა ჰქონ­დეს მოს­წავ­ლის მშობ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა ექ­სკურ­სი­ა­ში მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუ მოს­წავ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ახ­ლავს მას ექ­სკურ­სი­ა­ზე. ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ექ­სკურ­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს სრულ­ყო­ფი­ლად უნდა ჰქონ­დეს მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ექ­სკურ­სი­ა­ზე ტრას­პორ­ტი­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით, ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას უნდა მარ­თავ­დეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მქო­ნე მძღო­ლი. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჩან­თა.

მოს­წავ­ლე­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მათი კვე­ბის მიზ­ნით საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს მათი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

და­მა­ტე­ბით, გაც­ნო­ბებთ, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (Covid 19) გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას და­ცუ­ლი უნდა იქ­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია. გარ­და კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა, უნდა შე­ი­ზღუ­დოს სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში“, - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×