დახურვა
სტილი
07.05.2022

წელს ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვად ცივი, თოვ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი არა­ვის ახ­სოვს. რით არის კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი და რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს ამის შესახებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ ისაუბრა.

"მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის­თვის მა­ის­ში თოვ­ლის მოს­ვლა უჩ­ვე­უ­ლო არ არის, რად­გან იქ თოვ­ლი ზა­ფხულ­შიც მო­სუ­ლა... ის კი არა, აპ­რილ­ში თბი­ლის­შიც მო­უ­თო­ვია. ზუს­ტად წელი არ მახ­სოვს, მაგ­რამ წლე­ბის წინ იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, მცი­რე­დი ფიფ­ქე­ბი წა­მო­ვი­და... ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის და უფრო მა­ღალმთი­ა­ნი ად­გი­ლე­ბის­თვის ახლა თოვ­ლის მოს­ვლა გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ჯერ კი­დევ მა­ი­სის და­სა­წყი­სია.

გუ­შინ­დელ, დღე­ვან­დელ და ხვა­ლინ­დელ ამინ­დზე ჩვენ გაფრ­თხი­ლე­ბაც გა­ვავ­რცე­ლეთ... ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ძლი­ერ წვი­მას ვე­ლო­დე­ბო­დით, ხვალ დღე­ვან­დელ­ზე უა­რესს ამინდს ვე­ლო­დე­ბით, დღეს ცოტა გა­მო­ი­და­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხვალ ისევ და­სავ­ლე­თი­დან იწყე­ბა ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც წვი­მა იქ­ნე­ბა, ზოგ­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს - 8, 9 და 10 მა­ისს. უნა­ლე­ქო დარი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტე­მე­რა­ტუ­რე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მა­ინც.

11 მა­ისს ისევ ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას ვე­ლო­დე­ბით. მა­ი­სის თვის პროგ­ნოზს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ცოტა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი გა­მო­ვი­და ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუმ­ცა ასე­თი ამინ­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა.

წელს მარ­ტის თვე იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ბო­ლოს მარ­ტში თოვ­ლი­ა­ნი და ცივი ამინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1881 წელს და­ფიქ­სირ­და, რაც მხო­ლოდ 6 დღე გაგ­რძელ­და. ასე­თი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე თოვ­ლი და ცივი ამინ­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო, არას­დროს ყო­ფი­ლა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჩ­ვე­უ­ლო თბი­ლი­სის­თვის იყო, დიდი პე­რი­ო­დი გარ­ძელ­და თოვ­ლი­ა­ნი დღე­ე­ბი. 13-14 დღე იყო თოვ­ლი­ა­ნი... ასე­თი რაც დაკ­ვირ­ვე­ბა არ­სე­ბობს თბი­ლის­ში და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ნა­ლე­ქი ხუთ­ჯერ მეტი მო­ვი­და კლი­მა­ტურ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით. სი­ცი­ვით იმ­დე­ნად არ ცი­ო­და, მარ­ტში უფრო და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბიც ყო­ფი­ლა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ზა­ფხუ­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ზოგ­ჯერ მომ­დევ­ნო დღის ამინ­დის პროგ­ნო­ზიც ბო­ლომ­დე ვერ ამარ­თლებს და არ ვიცი, გვე­ლის თუ არა უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×