დახურვა
სტილი
13.05.2022

ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აუცილებლად მოიტანს ახალ ნარკოტიკებს, ისევე, როგორც მოაქვს ყველა ომს.

ზურაბ სიხარულიძე ახალგაზრდებს სოციალურ ქსელში აფრთხილებს.

ნარკოლოგის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ, რაც არ არის გამორიცხული, რომ დადგეს!

თან ზაფხული ახლოვდება და დიდი მიგრაცია არის ქვეყანაში.

ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება ეს დაუწერილი კანონია მასე მოხდა ჩვენთან მასე მოხდება უკრაინაშიც და შემდგომი პერიოდიც მაგ მხრივ იქნება ამ ქვეყნისთვის ძალიან რთული. არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია, მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება!

ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად, პროპაგანდისტულად, რეალურად ირიბად თუ პირდაპირ. ეს ჩვენ რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენ ქვეყანაში. ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.

გარდა ამისა ძალიან დიდი რაოდენობას ახალგაზრდები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე ამის დასტურია სოციალური ქსელები - ტიკ-ტოკი ინსტაგრამი და უბრალოდ ქუჩაში, რასაც ვხედავთ და კიდევ უფრო მოემატება, ვინაიდან ჯერ დასასრული არ ჩანს და კიდე უფრო გამძაფრდება სიტუაცია შესაბამისად გაიზრდება მიგრაციული პროცესები რაც თავისთავად მოახდენს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში და ეს არის დარქნეტის გააქტიურება და მისი როლი ახლა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება და გასაღება და ამას ცხადყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგები ამ ბოლო პერიოდში და მომართვიანობის გაზრდა.

ასევე მინდა აღვნიშნო რომ ხარისხი ამ ნივთიერებების არის ძალიან დაბალი და მათი ტოქსიკურობა საკმაოდ მაღალია, ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასითებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებელს უქმნის ძალიან დიდ პრობლემებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომატებულია საკმაოდ ალკოჰოლის მოხმარებაც, რაც ასევე ჩვენ სტუმრებთან, თუ ლტოლვილებთან, თუ რაც ჰქვიათ იმასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ პრობლემატურია!

ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ თავს ნუ ენდობით უცნობ დილერებს და არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი ნივთიერებები ვინაიდან როგორც ყოველთვის საღდება, როგორც უვნებელი და აღმოჩნდება რომ არის უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები რომლების მოხმარებაც იწვევს საკმაოდ დიდ ზიანს და არის ზედოზირების მაღალი რისკი ისევე, როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ზიანის განვითარების საშიშროება! ასევე საღდება როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოიხმარება დახურული ივენთებზე და არის ახალი სინტეტური ნარკოტიკები რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება, რაც იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი!

თუ მაინც მოიხმარეთ, ან თქვენ ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები, ან ხედავთ, რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა არაადექვატურია ვერ ერკვევა დროში და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112 და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დეწესებულებაში!

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს!" - წერს ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×