დახურვა
სტილი
19.05.2022

ვალერი მელაძის შუათანა გოგონა სოფიკო თხოვდება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, 23 წლის გოგონას რჩეული ვინმე სავვა ბაიბაკოვია, რომელმაც ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. გოგონამ ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

მელაძეს სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - ირინა მულუხინასთან. ყოფილი ცოლ-ქმარი ახალ ამბავზე ჯერ არ აკეთებს კომენტარს.

მათი ოჯახი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაიშალა მას მერე, რაც მელაძემ ალბინა ჯანაბაევასთან გააბა რომანი და მასთან ორი ვაჟიც გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ კი წყვილს ქალიშვილიც შეეძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×