დახურვა
სტილი
14.06.2022

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ამბობს, რომ ზაფხულში მოსალოდნელი ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.

„როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები. ცალკეულ დღეებში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი 16 ივნისამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში კი 25-30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო თბილისში 28-30 გრადუსია ნავარაუდევი. 16 ივნისიდან ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდეს, თუმცა ტემპერატურა კვლავ მოიმატებს", - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×