დახურვა
სტილი
18.06.2022

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლისა და მათი კურორტზე წაყვანის შესახებ გავრცელებულ აზრს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და ის საბჭოთა კავშირის დროინდელი გადმონაშთია.

მიქელაძე ამბობს, რომ მოზარდისთვის გარემოს გამოცვლა აუცილებელია, მაგრამ არ არის საჭირო ერთი გარემო რომელიმე ძვირად ღირებული კურორტით ჩანაცვლდეს.მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მშობლების მხრიდან აქცენტი სწორ კვებაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე გაკეთდება და დასვენებისთვის განკუთვნილი ხარჯები ამ მიმართულებას მოხმარდება.„30 წელია რაც ექიმი ვარ და გავიძახი, რომ კურორტი ბავშვს აუცილებლად არ სჭირდება. ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლის საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა. ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის გადმონაშთია, რისი მეცნიერული მტკიცებულებაც არ არსებობს. ის, რომ ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა იყოს - ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ის, რომ მაინც და მაინც ჰაერი უნდა გამოუცვალოთ ბავშვს, ეს რუსული გადმონაშთებია. რა თქმა უნდა კარგია ზღვა, მაგრამ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის თითქოს კარგია - ეს საერთოდ ზღაპრებია. ბავშვის სწორი ნეიროფსიქიატრიული განვითარებისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ პერიოდებში არ ჰქონდეს განვითარების სხვადასხვა პრობლემები, აუცილებელია გარემოს შეცვლა, მაგრამ არ არის აუცილებლად წაიყვანო, მაგალითად, ნიცაში. რაც შეეხება პანდემიას, ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვი საკუთარ იზოლირებულ სივრცეში გყავდეთ.კურორტი რომ კარგია ორჯერ ორი ორი ოთხია, მაგრამ ჯობია ის ფული საჭმელში, სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობებში გამოიყენონ მშობლებმა ვიდრე 2 კვირის განმავლობაში დახარჯონ აურაცხელი თანხა და შესაბამისად არანაირი შედეგი არ მიიღონ", - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×