დახურვა
სტილი
25.06.2022

წელს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დე­ბია. უმე­ტე­სო­ბა ჩი­ო­და, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვად ცივი, თოვ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი არ ახ­სოვ­დათ და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ბევრ ნა­ლექს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი მა­ტე­ბაც მოყ­ვე­ბო­და და წინ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლო­და... თუმ­ცა ივ­ნი­სის თვეც ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, 24 ივ­ნისს მეს­ტი­ა­ში თოვ­ლიც მო­ვი­და...

რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს, რო­გო­რი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ ისაუბრა:

მთე­ლი წელი უჩ­ვე­უ­ლო ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა ბევ­რი ნა­ლე­ქით... ახლა რა ნა­ლე­ქიც მო­დის, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, რად­გან ივ­ნი­სის თვის შე­ფა­სე­ბა თვის ბო­ლოს მოხ­დე­ბა, ნა­ლექ­მა ნორ­მას რამ­დე­ნად გა­და­ა­ჭარ­ბა... მე არ მგო­ნია რომ ნორ­მას ბევ­რით გა­და­ა­ჭარ­ბებს, რად­გან ივ­ნი­სის თვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა - წვი­მე­ბით, სე­ტყვით და ასე შემ­დეგ... ამას და­დე­ბი­თი მხა­რეც აქვს, რად­გან კა­ხეთ­ში გვალ­ვებს უჩი­ოდ­ნენ და სულ წვი­მებს ნატ­რობ­დნენ. ახლა გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან და ძა­ლი­ან კარ­გი, მთა­ვა­რია სე­ტყვა არ იყოს, წვი­მა კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის მხო­ლოდ სი­კე­თის მომ­ტა­ნია.

უბ­რა­ლოდ არ უნდა იყოს ისე­თი ძლი­ე­რი წვი­მე­ბი, რო­გო­რიც და­სავ­ლეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში ცოტა ხნის წინ, 22 ივ­ნისს და­ფიქ­სირ­და. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა წყლის დო­ნემ რი­ონ­ში, შე­ნა­კა­დებ­ზეც. ამას ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბიც მოყ­ვა, ბევ­რი რე­გი­ო­ნი და­იტ­ბო­რა, ღვარ­ცო­ფიც აღი­ნიშ­ნა... ჩვენ გაფრ­თხი­ლე­ბა გვქონ­და გა­ცე­მუ­ლი, სა­დაც კი სა­შიშ­რო­ე­ბა ეხე­ბო­დათ. რე­გი­ო­ნებ­ში ღე­ბუ­ლო­ბენ ჩვენს გაფრ­თხი­ლე­ბებს, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი რომ მი­ი­ღონ. მუდ­მი­ვად კონ­ტაქ­ტზე ვართ, ჩვენ­თან 24 სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბაა.

როცა ზა­ფხუ­ლია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია სურ­ვი­ლი გაქვს, მზე და სი­ცხე იყოს... თუმ­ცა მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­გა­ზეც იქ­ნე­ბო­და ზა­რე­ბი, რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი სი­ცხე­ე­ბი, აღარ შეგ­ვიძ­ლი­აო... შვე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი და­ი­წყო, ზღვა­ზე მი­დი­ან და იქ წვი­მე­ბი რა თქმა უნდა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლოა, ამას ვე­რაფ­რით და­ვა­დას­ტუ­რებ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა შე­ფას­დეს კლი­მატ­თან, სტა­ტის­ტი­კას­თან შე­და­რე­ბით.

უფრო მეტი ნა­ლე­ქიც მო­სუ­ლა სხვა წლებ­ში, მი­თუ­მე­ტეს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძლი­ე­რი წვი­მა სა­ერ­თოდ არ არის უჩ­ვე­უ­ლო... უბ­რა­ლოდ რაც 22 ივ­ნისს მო­ვი­და, მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ნა­ლე­ქი იყო.

ჩვენ დღე­ი­დან ახა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ვავ­რცე­ლეთ. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდი­ნა­რე­ებ­ზე მა­ღა­ლი წყლი­ა­ნო­ბაა და გვე­ში­ნია, რომ ამ მა­ღალ წყლი­ა­ნო­ბას კი­დევ წვი­მა და­ე­მა­ტე­ბა და რამე ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი არ მოყ­ვეს... წვი­მა იქ­ნე­ბა უმე­ტე­სად და­სავ­ლეთ­შიც და აღ­მო­სავ­ლეთ­შიც 26 ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი 27 ივ­ნის­საც გაგ­რძელ­დეს. არამ­დგრა­დი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დი თვის ბო­ლომ­დე ნამ­დვი­ლად არის, მაგ­რამ გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბი არ იქ­ნე­ბა... ზოგ­ჯერ გა­მო­ი­და­რებს, მზეც გა­მო­ვა, ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს...

ივ­ლი­სის და აგ­ვის­ტოს შე­სა­ხებ ზო­გა­დად რომ გი­თხრათ, ნორ­მა­ზე ცოტა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­და. წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით ივ­ლი­სი და აგ­ვის­ტო ნამ­დვი­ლად უფრო ცხე­ლი იქ­ნე­ბა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×