დახურვა
სტილი
28.06.2022

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ფორტუნასთან" საუბარში, რომ მასობრივი ვაქცინაცია თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონტაქტებისა ან რის-ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრაზე.

„მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის იგივე ჯგუფიდან, როგორც ყვავილი და შესაბამისად, ამიტომაც არის პირველი ვარაუდი, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუშავებს ამ ვირუსის წინააღმდეგაც. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში შეწყდა 80-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყვავილი გახდა პირველი დაავადება, რომელიც აღმოიფხვრა და მთელმა მსოფლიომ მაშინვე შეწყვიტა ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინები მაინც შენახული იყო.

რის-ჯგუფში შედიან ექიმები, რომლებიც სინჯავენ ამ პაციენტებს, ასევე, შედიან ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანები და ისინი, ვისაც ჰქონდათ ახლო კონტაქტი, მაგალითად, სქესობრივი კავშირი თუ ჰქონდათ, ის კონტაქტი, ვისთანაც ჰქონდა კავშირი. მხოლოდ ეს ჯგუფი შედის ვაქცინაციის სამიზნე კატეგორიაში. თანაც, კონტაქტიდან პირველი 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ აიცრათ. ასე, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე ლაპარაკი არ არის.

ახლა უბრალოდ მეცნიერები ვარაუდობენ, იმის გამო, რომ მეცნიერება წინ წავიდა, ახალი ტიპის ვაქცინები გვაქვს, ყვავილის ვაქცინებიც ეფექტური იქნება მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, მაგრამ პროცენტები ძალიან ძნელი სათქმელი, ამიტომ ახლა მსჯელობენ სასწრაფოდ დაიწყონ კლინიკური კვლევები.

რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვაქცინას, ეს კიდევ ახალი ვაქცინაა, რომელსაც სჭირდება კლინიკური კვლევები. ევროკავშირმა კი დაიწყო შესყიდვა ამ ვაქცინების, მაგრამ ახლა დაჩქარებული ტემპით ცდილობს ამ კვლევების ჩატარებას", - აღნიშნა წერეთელმა.

"ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×