დახურვა
სტილი
30.06.2022

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე?

პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.

სურვილის შემთხვევაში:

წყალი პლასტმასის ბოთლით;

საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე.წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);

პირბადე.

გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.

დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

წინა წელს კორონავირუსის გავრცელების გამო, სხვადასხვა რეგულაცია იყო

დაწესებული, მათ შორის, აბიტურიენტებს უწევდათ პირბადის ტარება, თერნოსკრინინგის გავლა, დაცული იყო სოციალური დისტანცია და ასე შემდეგ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მოიხსნა, თუმცა, მათივე განმარტებით, ვრცელი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, მათ შორის იმის შესახებაც, თუ როგორ და რა პაერიოდში ჩაუტარებენ იმ აბიტურიენტებს გამოცდებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ.

2022 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. კონკრეტულად კი მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, მეტრო "ახმეტელიდან" გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე, მეტრო "ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე და მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×