დახურვა
სტილი
02.08.2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. უკვე ცნობილია ქართული ენის და მათემატიკის ქულები.

საბედნიეროდ, ბევრი წარმატებული აბიტურიენტი გვყავს, რომლებმაც გამოცდებში მაქსიმალური ქულა აიღეს.

ბადრი ლოსაბერიძე - აბიტურიენტი ქუთაისიდან, რომელმაც მათემატიკაში 51 ქულა მიიღო. 

ქუთაისის ფიზიკა მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა. მას პროფესია უკვე არჩეული აქვს და შედეგებით ძალიან კმაყოფილია. ამ შედეგს ველოდი, მაგრამ მაინც უსაზღვრო ბედნიერება მომენიჭა ქულების ნახვით. ვაპირებ ჩავაბარო  თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებზე.“ ლიზი ყურაშვილი თბილისიდან, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულა მიიღო.

ლიზი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. მან სამი საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ინგლისური ჩააბარა. რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა შედეგების ნახვისას თქვენს გრაფაში მაქსიმალური შეფასება დაგხვდათ? - სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ველოდი მაღალ შედეგებს, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართულში უმაღლეს ქულას ავიღებდი. მართალია, მათემატიკაში უფრო მაღალ შედეგს ველოდი, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. საოცარი შეგრძნებაა, როცა წლების განმავლობაში ჩადებული შრომა ფასდება. მოგვიყევით თქვენ სამომავლო გეგმებზე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, არჩევანი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაზე (ISET) შევაჩერე. მჯერა, რომ ეს უნივერსიტეტი მომცემს განვითარების ყველა საშუალებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩემს თავს ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროში ნამდვილად ვხედავ.

მარიამ კახიძე ქუთაისიდან, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მათემატიკაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მარიამმა  ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის  N41-ე სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ მაღალ ქულებს ელოდა, თუმცა მთლად მაქსიმალურსაც არ. „მაღალ ქულებს ველოდი, თუმცა მაქსიმალური ქულების დანახვამ მართლაც ძალიან გამახარა და ამატირა კიდეც.  ჯერ არ მაქვს საბოლოოდ დალაგებული უნივერსიტეტები, თუმცა კომპიუტერულ მეცნიერებაზე ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას. სამომავლოდაც ვეცდები, ყველაფერში მაქსიმუმი გავაკეთო და პროფესიას კარგად დავეუფლო. “

წყარო: Digest.pia

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×