დახურვა
სტილი
09.08.2022

აჭარელი ყოფილი მეზღვაური, ამჟამად შეფ-მზარეული ირაკლი ბერიძე 2014 წელს მომავალი მეუღლე გაიცნო და ოჯახს არც ომის დროს დაუტოვებია იქაურობა. ამჟამად, უკრაინაში, მიკულიჩინში,  რესტორან „Гуцульське-ში“ მასთან ერთად მუშაობს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მის მიერ მომზადებული ხინკალი  უკრაინის დროშის ფერებით. 

„როცა ამ კერძის მზადება დავიწყე, ჩაფიქრებული მქონდა უკრაინული ვარენიკი. პროცესში მისი ფორმირება ხინკლად უფრო მარტივი აღმოჩნდა და ასე დავტოვე. კეთების პროცესში, არც განწყობა მქონია და არც ჩანაფიქრი ყოფილა, რომ ხინკალი ყოფილიყო, ტრადიციული ყოველ შემთხვევაში. ვინ როგორ აღიქვა, მათი საქმე და გადასაწყვეტია, არის თუ არა ეს ხინკალი და არის თუ არა ეს მისაღები.“

წყარო: prime time

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×