დახურვა
სტილი
09.08.2022

მაღალი ტემპერატურის ფონზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

- ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალია. დასავლეთ საქართველოში ხვალ +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი, 11 აგვისტოს 30-35 გრადუსის ფარგლებში, 12 აგვისტოს კი შესაძლოა ოდნავ დაიკლოს ტემპერატურამ და 28-33 გრადუსამდე იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, 11 აგვისტოს +30, +35, 12 აგვისტოს კი +32, +37 გრადუსია ნავარაუდევი. თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია

მოსალოდნელი. ღამისა და საღამოს საათებში

შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ხვალ +32, 11 აგვისტოს +34, 12 აგვისტოს კი +36 გრადუსია ნავარაუდევი. 13 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 13 აგვისტოდან 19 აგვისტომდე ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და შესაძლოა, 38 გრადუსამდეც გაიზარდოს. იგივე ეხება თბილისსაც.

სვეტლანა ნიორაძის თქმით, აგვისტოს თვის ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალია. ნალექების რაოდენობა კი ძირითადად ნორმაზე ნაკლები, ზოგან კი ნორმის ფარგლებშია ნავარაუდევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×