დახურვა
სტილი
26.09.2022

საბავშვო ბაგა-ბაღებში, ისევე, როგორც სკოლებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და გაცდენის თემა კვლავ გააქტიურდა. წინა წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების საკითხი მკაცრად აღარ კონტროლდებოდა და გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მშობელს შეეძლო, შვილი სახლში დაეტოვებინა.

თუმცა, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, გაცდენებთან დაკავშირებით კვლავ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით იმოქმედებენ.

აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და

მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;

ოჯახის წევრის გარდაცვალება;

სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ კორონავირუსზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება გაუქმებულია, ხოლო თუ ჯგუფში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, თითოეული ბაღი ინდივიდუალურად დაუკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×