
ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავის, თეა დარჩიას ვაჟი, მირიან მათიაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე ბარამიძეა. კადრები ქორწილიდან კი მისმა დამ, მარიამ მათიაშვილმა გამოაქვეყნა. დედის მსგავსად, მარიამიც მოცეკვავეა და ქორწილს, რა თქმა უნდა, ნაციონალური ცეკვის გარეშე არ ჩაუვლია.
მარიამმა მამასთან ერთადაც შეასრულა ცეკვა: „სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო შენდამი ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, უბრალოდ მადლობა ღმერთს რომ ჩემი მამიკო ხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ” - წერდა ის.