დახურვა
სტილი
24.11.2022

როგორ უნდა მოვიქცეთ ბავშვებში ყელის ტკივილის დროს და სწორია თუ არა ფრაზა „ყელის ვირუსი", რომლითაც მშობლები ხშირად აღწერენ ბავშვის ავადობას. ამ თემაზე ფორტუნას ეთერში სტუმრობისას მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:

მშობლებს ჰგონიათ, რომ ყელის სიწითლე არის მიზეზი, რომლის დროსაც ბავშვებს უნდა ვასხუროთ სხვადასხვა საშუალება და პრობლემაც მოგვარდება. ყელი წითელი არის იმიტომ, რომ იქ იჭრება ვირუსის აგენტი. ამ დროს იწყება ვირუსული ანთებითი კერა, რომლისთვისაც დამახასიათებელია წითელი ყელი და შეშუპება. ამიტომ შესხურება არა, ყველაზე კარგი საშუალება არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი, რომელი აყუჩებს ყელის ტკივილს. იშვიათად არის, როდესაც ბავშვს მოსწონს და სიამოვნებს საწუწნი აბები ან შესასხურებელი საშუალებები, მაგრამ ზემოხსენებული საშუალებები ბევრად ეფექტურია. რაც შეეხება სავლებებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი სავლებები, თბილი სითხეები და ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ თაფლზე არის უამრავი კვლევა, რომელი ამბობს, რომ თაფლი კარგად აყუჩებს ყელის ტკივილს და შველის ხველას. თუ ბავშვს ამ პროდუქტზე ალერგია არ აქვს, ის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაიში ან რძეში, ეს ბევრად უსაფრთხო საშუალებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×