დახურვა
სტილი
12.01.2023

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედის" ეთერში იწყებოდა სერიალი "შუა ქალაქში" , მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. ამის შესახებ ჯაბა კილაძე აკეთებს განცხადებას.

"მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრჯერ დაისვა ეს შეკითხვა და გიპასუხებთ, რომ "შუა ქალაქში" არ იწყება.

რა თქმა უნდა, ეს საწყენი არ არის. "შუა ქალაქმა" თავის გასაკეთებელი გააკეთა ნამდვილად.

მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ამდენი წლის მერეც ინტენსიურად უყურებს ხალხი, პოპულარულია და ახალ თაობებსაც მოსწონთ. ეს ძალიან კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. "შუა ქალაქმაც" თავისი ქნა, ჩვენც გადავშალეთ ფურცელი...

შემდგომ, რამე პროექტიც იქნება, სადაც ერთად ვიქნებით.

თუ არადა, აქ არ ვართ, კაცო?!

ასე რომ არ იდარდოთ, რაც კარგი იყო, კარგი იყო. მადლობა ამხელა ყურადღებისა და სითბოსთვის" - ამბობს ჯაბა კილაძე ვიდეო მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2023 by Stily. All rights reserved
×