დახურვა
სტილი
20.01.2023

საგარეჯოში დარტიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ადგილობრივები იხსენებენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთ-ერთ ექიმზე, მარინა იმნაძე-კუჭუაშვილის გმირობაზე საუბრობენ.

„ცეცხლის ხაზზე იარა, გმირულად, საკუთარი პროფესიის ერთგულებით, სიცოცხლის გადასარჩენად. მარინა ასეთია, საუკეთესო ექიმი, დედა, ბებია, მთელი საგარეჯოს იმედი“, - ამბობენ ადგილობრივები.

თავად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი მძიმე ღამის შესახებ კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2023 by Stily. All rights reserved
×