
მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გამოწერეს. ინფორმაცია „ფორტუნას" დათო ტურაშვილის შვილმა დაუდასტურა:
„ნორმალურად არის. გამოწერეს და მალე სახლში მივიყვანთ.
გულზე ყველაფერი გადაუღეს. არაფერი არ გამოვლინდა.
გულის შეტევას გადარჩა, მაგრამ ნერვიული შეტევა იყო", - უთხრა ანაკო ტურაშვილმა „ფორტუნას".
ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული" მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.
გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.