დახურვა
სტილი
18.05.2023

გორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის თომა წი­ქა­რი­ძის ბე­ბი­ას, ლა­მა­რა ლა­ფე­რაშ­ვი­ლის თქმით, პე­დი­ატრ ნი­ნი­აშ­ვილ­თან ვი­ზი­ტი­სას, ბავ­შვის­თვის არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექიმს არც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია.

"ბავ­შვს ჯერ გა­მო­ნა­ყა­რი და­ე­წყო, მერე მო­ე­მა­ტა, მე­სა­მე დღეს უკვე ძა­ლი­ან ჰქონ­და და მე­ო­თხე დღეს მი­ვიყ­ვა­ნეთ ექიმ­თან, ნი­ნი­აშ­ვილ­თან. შე­ი­ცხა­და, ვა­ი­მე, რო­გო­რი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავ­სო. მო­უს­მი­ნა ფილ­ტვებ­ზე, არა­ფე­რი აქ­ვსო, მა­ლა­მო და ბე­ტა­დი­ნის ხსნა­რი გა­მო­უ­წე­რა, და­უ­მუ­შა­ვეთ, შევ­ხე­დოთ ორი დღეო. ვუ­თხა­რით, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სამ­დე ჰქონ­და ბავ­შვს, პა­რა­ცე­ტა­მო­ლი მი­ე­ცი­თო. წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ვას­რუ­ლეთ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მოგ­ვცა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ იყო. 

მე­ო­რე დღე რომ გა­თენ­და, ექიმს ისევ და­ვუ­რე­კეთ და მდგო­მა­რე­ო­ბა ვუ­თხა­რით. ბავ­შვის დე­დამ ისიც უთხრა, რომ ბავ­შვს ფე­ხის კუნ­თი გა­უ­მაგრდა, და­უ­სივ­და და ვე­ღარ ად­გამ­და. ამა­ზე მოგ­ვცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მიგ­ვე­ცა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, სეფ­სი­სის ნი­შა­ნი ყო­ფი­ლა. როცა ექიმ­თან გვყავ­და, გა­მო­ნა­ყა­რის ბუშ­ტუ­კებ­საც სი­ლურ­ჯე დაჰ­კრავ­და, ეგეც სეფ­სი­სის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. რო­გორ ვერ გა­ი­გო ექიმ­მა, რო­გორ არ გა­უჩ­ნდა ეჭვი ან შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მა­ინც, რომ ანა­ლი­ზე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა - არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც სის­ხლის ანა­ლი­ზი, არც რენტგე­ნი გა­და­უ­ღი­ათ. ის მა­ინც ეთ­ქვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნო­თო.

რომ მივ­ხვდით შე­დე­გი არ იყო, ბავ­შვის თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნას ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ შე­ვა­ტყვეთ, რომ ბავ­შვი ვერ იყო კარ­გად, მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბო­და, შეგ­ვე­შინ­და, თბი­ლი­სამ­დე უა­რე­სად არ გამ­ხდა­რი­ყო და შე­ვიყ­ვა­ნეთ ისევ "გორ­მედ­ში“. შე­სას­ვლელ­ში სკამ­ზე დავ­სხე­დით, გა­მო­ვი­და ექი­მი, ვუ­თხა­რი, ბავ­შვი ცუ­და­დაა-მეთ­ქი, და­ხე­და თო­მას და - "უი, ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, ამას ვერ მი­ვი­ღებ­თო, ერთ პა­ლა­ტა­ში სხვა ბავ­შვი წევს და იქ ვერ შე­ვიყ­ვან­თო, მე­ო­რე­შიც სხვა წევს და ვერც იქო“. მერე გა­ა­ღო რო­მე­ლი­ღაც ოთა­ხის კარი და იქ შე­ვიყ­ვა­ნეთ, და­აწ­ვი­ნა ბავ­შვი დე­დამ, ვე­უბ­ნე­ბი, სას­წრა­ფოდ, ან გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეთ, ან რამე-მეთ­ქი. სად არის ნეტა ექთა­ნი, ექთანს არ სცა­ლი­აო...

მივ­ხვდით, რომ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის სხვა­გან გა­დაყ­ვა­ნა სჯობ­და და ვუ­თხა­რით, იქ­ნებ რე­ა­ნი­მო­ბი­ლი გა­მო­ი­ძა­ხოთ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ასე მალე ვერ იქ­ნე­ბაო, ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სოთ, მერე რე­ა­ნი­მო­ბილ­საც დრო უნ­დაო. ვუ­თხა­რი, რა დროს ის­ტო­რი­აა, ხომ ხე­დავთ, ბავ­შვი ძალ­ზე ცუ­და­დაა, რამ­დე­ნი ხანი დას­ჭირ­დე­ბა რე­ა­ნი­მო­ბი­ლის თბი­ლი­სი­დან ჩა­მოს­ვლას და არ დაგ­ვი­ან­დეს-მეთ­ქი. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვენ წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, მხო­ლოდ დრო დავ­კარ­გეთ "გორ­მედ­ში“ და ის დრო რომ არ დაგ­ვე­კარ­გა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ბავ­შვი, სულ 5 წუთი დაგ­ვაკ­ლდა კლი­ნი­კამ­დე, ვიდ­რე მი­ვე­დით, და­ი­ღუ­პა ბავ­შვი. რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით თბი­ლისს, გზი­დან დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში, გვი­თხრეს, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გვი­თხა­რით, გა­ჩერ­დით და ახ­ლა­ვე გა­მოვ­დი­ვარ­თო. დრო რომ არ დაგ­ვე­კარ­გა, არც გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ, და­ვი­ნა­ხეთ პატ­რუ­ლი, გა­ვა­ჩე­რეთ და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ, პატ­რუ­ლი წინ ჩაგ­ვიდ­გა, მაგ­რამ ბავ­შვი უკი­დუ­რე­სად ცუ­დად გაგ­ვიხ­და...

სულ ცოტა მან­ძი­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი კლი­ნი­კამ­დე. პატ­რულ­მა გა­დას­ვა ბავ­შვი თა­ვის მან­ქა­ნა­ში და დიდი სის­წრა­ფით გა­ა­ქა­ნა, მაგ­რამ დაგ­ვი­ან­და, გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. წუ­თე­ბი დაგ­ვაკ­ლდა. "გორ­მედ­ში“ რომ ის დრო არ დაგ­ვე­კარ­გა, შე­იძ­ლე­ბა, გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. "გორ­მე­დი­დან“ წაყ­ვა­ნი­სას არც კი გვი­თხრეს, სად მიგ­ყავთ, ცუ­დად არის ბავ­შვი და აქ ჩა­ვუ­ტა­რებთ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­სო. ღმერ­თის წი­ნა­შე და­ვი­ფი­ცებ, არა­ფე­რი უთ­ქვამთ“, - აღ­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლი თომა წი­ქა­რი­ძის ბე­ბი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრმა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მარი გი­უ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბა გახ­და.

ამას­თა­ნა­ვე, 4 წლის ბავ­შვის საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. რაც შე­ე­ხე­ბა "გორ­მედს“, კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბის-გა­მოკ­ვლე­ვის სქე­მა და ამის­თვის სა­ჭი­რო იყო მისი მო­თავ­სე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, რა­ზეც პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს უარი, თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვეს კლი­ნი­კა“, - აცხა­დებს "გორ­მე­დის“ პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ლა­ზა­რა­ძე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×