ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ქუჩის ძაღლების უსაფრთხოების პრობლემის ერთად მოგვარებაში დახმარებისკენ მოუწოდებს.
მეგობრებო, გთხოვთ, თუ უბანში, თქვენს ახლოს ხედავთ ძუ ძაღლს, რომელსაც ყურზე საჭდე არ უკეთია და პატრონიც არ ჰყავს, გთხოვთ, დამიკავშირდით.
ჩვენ შეგვიძლია უფასოდ გავასტერილოთ ყველა ცუგა, რომ არ გამრავლდნენ. მე დაგეხმარებით ინფორმაციის ზედმიწევნით ზუსტად გაცნობაში, დაგაკავშირებთ მუნიციპალურ სამსახურს და გასწავლით როგორ მართოთ გასტერილებული ძაღლის მდგომარეობა უახლოესი ხუთი დღე, რომ არ დაავადდეს. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. ქუჩის ძაღლების პრობლემა ყველა ჩვენგანის საზრუნავია.
სხვანაირად, ამ საკითხს დიდი ხანია ვერ მოევლება.სრულიად უანგაროდ მზად ვარ ჩემი დრო, ენერგია და შესაბამისი რესურსები დავუთმო ამ პრობლემის მოგვარების პროცესს და უამრავ დიდებულ ადამიანთან ერთად, რომლებიც მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციაზე ზრუნავენ, ჩემი წილი კედელი ამოვაშენო ესეც სახელმწიფოს შენებაა და ჩვენ ეს შეგვიძლია. ნუ დაიზარებთ! გაუზიარეთ ბევრს ეს ტექსტი",-წერს ლომიძე.