დახურვა
სტილი
01.06.2023

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი, ზედმეტსახელად "ძია" გარდაიცვალა.

"თბილისში, შეშელიძის 49 ნომერში ერთი პატარა ვულკანიზაციაა, სადაც ერთი კარგი კაცი მუშაობს, ჩვენ სამეგობრო მას ძიას ვეძახით.

მართლა კარგი ადამიანია ჩვენი ძია, პატიოსნად შრომობს, არ ეშლება დიდი და პატარა, ყველას ეხმარება, პატივს სცემს, კარგი მეოჯახეა, სულ თავის ოჯახსე და შვილიშვილებზე გვესაუბრება, გვაჩვენებს ფოტოებს და ვიდეოებს. უყვარს თავისი კუთხე და სოფელი.

მისი ნათესავია ჩვენი ნაკრების და ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი (ჟორჟი) მოქაუტაძე, იცის რომ სპორტი მიყვარს და როცა მივდივარ თან საქმეს აკეთებს და ისე მეუბნებახოლმე სიამაყით და სითბოთი გაჟღენთილი ღიმილით, ნახე რა ქნა ჩვენმა ბიჭმა ორი გოლი გაიტანა, თვის საუკეთესო გახდაო.

თავის პატარა საქმისგან დამტვერილ ოთახში სულ ცდილობს წესრიგი ჰქონდეს მოკაუჭებულ მავთულებზე მისთვის საჭირო რამეები აქვს ჩამოკონწიალებული, იქით ძველი მაგნიტოფონი უდევს რომელიც მხოლოდ რადიოს ფუნქციას ინარჩუნებს, უამრავი საბურავი და დისკი აქვს მიწყობილი.

ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ხშირად ჟორჟის ნაჩუქარი საფეხბურთო კლუბ "მეცი"-ს სპორტული ფორმა აცვია ხოლმე, მეც მივადგები და ვეუბნები, ძია როდის უნდა მაჩუქო ეგ ფორმა რო გაცვდებათქო?

არა ძია შენ ამას როგორ გაკადრებ, აი ჩვენი გიოგი რო ჩამოვა ჩამოვატანინებ შენთვისო.

თან რაღაცნაირო კეთილი ღიმილი აქვს და თვალები აულ უციმციმებდა.

დღეს 1 ივნისია, ჩემმა მეგობარმა ირაკლი შარაშენიძემ ჩვენი სამეგობროს საერთო ჩატში ერთი მესიჯი დაწერა,

"ბიჭებო სანდრო ძია დაიღუპა"

ამ მესიჯის წაკითხვიდან თითქმის ორი საათი გავიდა, გული მაქვს შეკუმშული, ჩვენი საყვარელი მოხევე ძია აღარ არის იქ შეშწლიძის 49-ში.

მანქანას რომ გავაჩერებ აღარ გამოვა მეცის სპორტულით მაჯებაკეცილი, ცივ სასმელს რომ შევაწოდებ აღარ მეტყვის უხერხულ მადლობას, ვეღარ ვიხუმრებთ და ვიცინებთ ერთად.

ძია იყო უბრალო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.

გთხოვთ სიცოცხლეში ყველას აგრძნობინეთ რომ მნიშვნელოვანია.

ბედნიერი ვარ რომ მე და ჩემმა ბიჭებმა ეს გავაკეთეთ და ვუთხარით ბევრჯერ.

ვწუხვარ რომ ძიას ვერ დავემშვიდობები პირადად, ძალიან ვწუხვარ რომ ასე ნაადრევად წავიდა ჩვენგან", - წერს სუხიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×