დახურვა
სტილი
02.06.2023

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში 20 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას საზოგადოების ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს, ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" ეხმაურება.

„ძაღლის პატრონები რომ იძახით ალიკაპზე, ქუჩის ძაღლები რომ დაგვესიონ რა ვქნათო - აქამდე რას შვებოდით? ქუჩის ძაღლებისგან თქვენ უნდა გაარიდოთ თქვენი ძაღლი, აბა, აქამდე გახსნილი პირით აგლეჯინებდით თუ როგორ იგერიებდით? - წერს ლოსაბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×