მომღერალ ქეთა თოფურიას მესამე შვილი შეეძინა. ახალშობილი გოგონაა და მას მშობლებმა ნიკოლი დაარქვეს.
სასიხარულო ინფორმაციას მომღერალი საკუთარ გამომწერებს „ინსტაგრამის" საშუალებით უზიარებს და პატარა ნიკოლის ფოტოს აქვეყნებს.
ქეთა თოფურია გამომწერებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
შეგახსენებთ, ნიკოლი ქეთა თოფურიას და ლევ ძენგოვის მეორე საერთო შვილია, მათ ასევე ჰყავთ ვაჟიშვილი ადამი, ქეთა თოფურიას კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს ასევე უფროსი ქალიშვილი - ოლივია.