დღეს, 27 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის დაბადების დღეა.
ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დედას იუბილეს სოციალურ ქსელში ულოცავს და უთბილეს ფოტოებს აქვეყნებს.
„გილოცავ დაბადების დღეს დედა", - წერს ცოტნე ივანიშვილი.
ეკატერინე ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ქირურგი იყო და სამტრედიის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა კი - მუსიკის მასწავლებელი იყო.