დახურვა
სტილი
25.09.2021

გურამ კაშიას საქართველოსა და მის საზრვრებს მიღმა ბევრი იცნობს. წარმატებული ფეხბურთელი სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი და ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის" კაპიტნი იყო. გურამ კაშია განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მოედანზე ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურით გამოვიდა. საქართველოში ეს ფაქტი ბევრმა გააკრიტიკა. თავად გურამ კაშია კი ამბობდა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგია:

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას."

გურამ კაშია სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერებს კარიერულ სიახლეებსაც უზიარებს. სპორტსმენი ამჯერად დაბადების დღეს შვილს ულოცავს და მის ფოტოებს ემოციურ წერილსაც ურთავს: „გილოცავ, ალისო, მერვე დაბადების დღეს. გამიმართლა, რომ შენნაირი შვილი მყავს, მაბედნიერებ და მიყვარხარ" - წერს გურამ კაშია.

გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა. „ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა." - ამბობდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×