დახურვა
სტილი
08.10.2021

ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიბმა „პოსტ ალიონს" ახალ სახლში უმასპინძლა და მაყურებელს მოუყვა, თუ რატომ გადაწყვიტა ცალკე ცხოვრება და როგორ მოაწყო მან საკუთარი სივრცე:

„პირველი, რასაც სახლში შემოსვლისას ვაკეთებ, ვრთავ მუსიკას. სამი თვეა, რაც ამ სახლში გადმოვედი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი. ჯერ გადაწყვეტილება მივიღე, სად წარმომიდგენია საკუთარი თავი, სად არის ჩემი კომფორტის ზონა. სახლი არის ის ადგილი, სადაც მშვიდად უნდა იგრძნო თავი და შენ უნდა გამოგხატავდეს. დიზაინერის გარეშე გავაკეთე და ვამაყობ, რომ თურმე

შემძლებია, რამდენი მოვახერხე... მიყვარს აგურის დეტალები, ფერები, ძველებური და ვინტაჟური დეტალები. ბევრი ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო სამზარეულო, მაგრამ აქ ბევრ დროს არ ვატარებ. სახლში იშვიათად ვარ და როცა ვარ, მირჩევნია წიგნი წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიდრე სადილები ვამზადო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს სახლი შევარჩიე, არის ხედი. დღეს თბილისში ფუფუნებაა, გქონდეს სახლი, რომლის ხედიც კედელს არ უყურებს" - ამბობს ის.

„სულ მიკვირს ხოლმე, როცა მეკითხებიან, სახლში მარტო რას აკეთებო. არ ვიწყენ. მინდა გითხრათ, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შემიძლია, უბრალოდ, ჩავრთო მუსიკა და ვიცეკვო. იცით, რა მაგარი თერაპიაა? სხვებსაც შეგიძლია გაუზიარო და გაახსენო, რომ კარგი დღეა..." - ამბობს ეკა ამირეჯიბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×