დახურვა
სტილი
09.10.2021

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა ბა­თუმ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ. დაღუპულია 8 ადამიანი. მათგან 4 ერთი ოჯახის წევრი. დედა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მაზლი, ასევე დაგრაცვლილია დედა-შვილი, 12 წლის ბავშვი, რომელიც მომხდარის დროს ონლაინგაკვეთილზე იყო. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დრო­ის­თვის, ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. მაშველები ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე წერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე!

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ "ჯანმრთელ" სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×