დახურვა
სტილი
09.10.2021

პოეტი გელა დაიაური, რომელმაც წლების წინ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა,

ბათუმელ რამაზ დავლაძეს უსამძიმრებს. ეს ის მამაკაცია, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

"ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამეემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!" - წერს გელა დაიაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×