დახურვა
სტილი
11.10.2021

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 1 წლისა და სამი თვის იოანე, რომლის მშობლებმაც ტრაგედიის დღე „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიხსენეს: „ექიმთან ვიყავით შესულები, ეს ყველაფერი როცა მოხდა. დავინახეთ თავიდანვე, რომ ქვები ცვიოდა, მაგრამ პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გვეგონა, იქიდან იყო ეს გამოწვეული. მე და ჩემი უფროსი შვილი სა

დარბაზოდან გამოვედით და ქუჩის მეორე მხარეს ვიყავით. ჩემი შვილი გაიქცა, ვნახავ მამას და იოანეს, როგორ არიანო, მაგრამ როცა იქ მივიდა, მხოლოდ ჩემი მეუღლე დაინახა. იოანე უკვე მანქანაში იყო, მანქანას კი „სინკარი“ ჰქონდა დაცემული. ჩემი მეუღლე ამბობდა, ცოცხალია, კარგად არის, უბრალოდ ვერ გამოგვყავსო“ - იხსენებს იოანეს დედა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×