დახურვა
სტილი
12.10.2021

ერთი თვის წინ ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინ წულაძე პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, გიორგი კოტეტიშვილს, ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ანდრო დაარქვეს. ანდროს დაბადებამ არა მხოლოდ მისი მშობლების, არამედ ბებიისა და ბაბუის ცხოვრებაც შეცვალა:

„ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, ახლოს ვერ ვეკარები ჯერ. მგონია, რომ რაღაცას გავაფუჭებ... სულ რამდენიმეჯერ დამაწვინეს გულზე. ახლა ვხვდები, რომ მე თინათინი არ გამიზრდია, როცა ვუყურებ, რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს. განსაკუთრებით, თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია. სულ ერთად არიან და მიდის ერთი ამბავი. მე მორიდებული დამკვირვებლის როლში ვარ“ - ამბობდა ლევან წულაძე.

ამჯერად თინათინ წულაძე „ინსტაგრამზე“ მამის, ლევან წულაძისა და პატარა ანდროს ვიდეოს აქვეყნებს: „2-საათიანი ტირილის შემდეგ ოსტატმა დააწყნარა“ - წერს ის. როგორც ჩანს, ბაბუა აქტიურადაა ჩართული ანდროს აღზრდის პროცესში და, მიუხედავად შიშისა, მის დამშვიდებასაც მშვენივრად ახერხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×