დახურვა
სტილი
14.10.2021

ანუკი კაპანაძემ 13 წლის ასაკში სიმსივნე დაამარცხა. ახლა ის „IC Model Managment“ - ის მოდელია. რუსთავი 2-ის ეთერში მან ცხოვრების რთული ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაძლია მძიმე დაავადება.

„13 წლის ვიყავი, როდესაც დამიდგინეს დიაგნოზი. დილით როდესაც ვიღვიძებდი, მქონდა შეგრძნება, რომ თითქოს მთელი ღამე ვვარჯიშობდი. დედას გაუჩნდა ეჭვები, გაციებული ხომ არ ვიყავი და წამიყვანეს საავადმყოფოში. იმ დღესვე დამტოვეს და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. არ დამავიწყდება მამა, რომელიც ცრემლების დამალვას ცდილობდა და დედა, რომლის ღიმილის უკან ცრემლები იმალებოდა“, - ამბობს ანუკი კაპანაძე.

წყარო: digest.pia.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×