დახურვა
სტილი
19.10.2021

თითქმის ორი წელია, დათო გომართელი იტალიაში დიპლომატიური საქმიანობით არის დაკავებული და მას სიმღერის გარეშე უწევს ცხოვრება.

"2019 წლის ბოლოს დავინიშნე იტალიის ელჩის მრჩევლად კულტურისა და დიასპორის საკითხებში და საცხოვრებლად იტალიაში გადმოვედი. მალე დაიწყო საშინელი პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ პირველი მძიმე დარტყმა იტალიამ მიიღო. საშინელი დღეები იყო, იმ პერიოდში მუშაობა ძალიან გვიჭირდა. მაშინ არავინ იცოდა, რას ვებრძოდით და თითოეული დღე ცუდი სიურპრიზებით იყო სავსე. საელჩოს მუშაობა იმ პერიოდშიც კი არ შეუჩერებია, როდესაც თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო. როცა მდგომარეობა ძალიან გართულდა, მხოლოდ მაშინ გადავედით მორიგეობით მუშაობაზე,"-  განუცხადა "თბილისელებს" დათო გომართელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×