დახურვა
სტილი
21.10.2021

ქუჩის ბიჭების წევრის ირაკლი ნოზაძის - პიკასოს ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა, რის გამოც სკანდალში გაეხვია. წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე, ია დუდაშვილი გახლავთ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ინტერნეტსივრცეში პოპულარული ბავშვები, ნიაკო და დანიელი. ირაკლიმ და ნიამ საკმაოდ ბევრი სირთულე გამოიარეს და გარკვეული პერიოდი დაშორებულები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, წყვილმა შერიგება გადაწყვიტა. ია დუდაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ცხოვრების ამ მონაკვეთზე ესაუბრა: „ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგებულები არც ვიყავით, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი თანადგომა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ერთად გადავლახეთ ის სირთულეები და ამან ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამთლიანა. არასდროს მინერვიულია იმდენი, რაც მაშინ ვინერვიულე. მადლიერი ვარ იმ პერიოდისა, რადგან დამანახვა, რა არის რეალური ღირებულებები…თავიდან ბევრს ვეჭვიანობდი. სხვებივით მეც ვთვლიდი, რომ როცა მესამედ ქმნის ოჯახს ადამიანი, ის არ იქნება მეოჯახე. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მან ჩემამდე ის კომფორტი ვერ იპოვა, რაც სჭირდებოდა…“ - ამბობს ია დუდაშვილი.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×