დახურვა
სტილი
23.10.2021

ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოაციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილი ერთ-ერთი ქალის ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ ის სწორედ ანტივაქსერების კამპანიას ემსხვერპლა: „ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება! ანტი-ვაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობს! იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია! რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი! დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი "გრიპი" და წინ დიდი განსაცდელი

გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო! მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა ის უგულო, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! პროგრესის ეპოქაში წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა საშველი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!", - წერს ქეთი ლობჟანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×