დახურვა
სტილი
26.10.2021

ფოტოგრაფ ნათია ღაჭავას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, მის მიერ გადაღებული ფოტოები ხშირად გვხვდება როგორც „ფეისბუკზე“, ისე „ინსტაგრამზე“. როგორც თავად ნათია აღნიშნავს, მისი ფოტოები განსაკუთრებული ემოციით გამოირჩევა: „მიუხედავად იმისა, თუ რას ვიღებ, ემოციები არის ის, რასაც ყოველთვის ვეძებ. გავა წლები, შეიცვლება მოდა, მაგრამ ემოციები არასდროს დაკარგავს აქტუალობას“ - ამბობს ის.

ნათია წლების მაძილზე დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, ფოტოგრაფიასა და სოციალური მედიის მართვას უკვე სხვებსაც ასწავლის. ამჯერად კი გამომწერებს საკუთარ ისტორიას უზიარებს და ყვება, თუ როგორ გამოიმუშავა მან 

პირველი 100 000 ლარი: „როგორ გამოვიმუშავე თვეში 107 000 ლარი? წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც ცხოვრობს ბიძამისის ბინაში, ბიძაშვილებთან, მათ ნათესავებთან და და-ძმასთან ერთად. მამა და ბიძა კი მშენებლობაზე მუშაობენ. ამ გოგონამ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ფოტოგრაფიაში და სოციალური ქსელების წაყვანაში.6 წელიწადში კი მას მაქსიმალური თვიური შემოსავალი 107 ათასი ლარი აქვს. ეს ჩემი ისტორიაა და მინდა გულახდილად გაგიზიაროთ, თუ რას გვრძნობ ახლა. წარმოვიდგენდი თუ არა 6 წლის წინ, რომ თვეში მსგავსი რაოდენობის თანხას გამოვიმუშავებდი? არა. სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. უდიდესი შრომა ჩავდე. მესმის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მილიონებს შოულობს, ეს თანხა გასაკვირი არ არის, ჩემთვის კი არის. აი, პირველი აიფონი რომ ვიყიდე, და ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან, აი, ასე ვარ ახლა. ეს პირველი ასი ათასია. 4 წლის წინ მანქანა ვიყიდე სესხით 65 000 ლარად.. ახლა კი სექტემბერში ერთ თვეში გამოვიმუშავე 107 ათასი.. მგონი, კიდევ ვერ გადავხარშე ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მიზანი იყო ბოლო წელიწადის განმავლობაში. რატომ გიყვებით ამას? მე ვასწავლი სიციალური მედიის მართვას და ამ მართვის შედეგად თქვენი პროდუქტის და მომსახურეობის გაყიდვების გაზრდას. მე არ გავივლიდი მსგავს კურსს ადამიანთან, ვისაც თვითონ არ აქვს ნორმალური შედეგი დადებული. მე ყოველთვის ვსწავლობდი პრაქტიკოსებთან და არა თეორიტიკოსებთან. ის, რასაც მე ვასწავლი საკუთარ თავზე, პროდუქტზე და მომსახურეობაზე მაქვს გამოცდილი. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ გავაორმაგე გაყიდვების რაოდენობა. რამდენად წარმატებულად ვიყენებ ამ უნარ-ჩვევებს, სწორედ რომ ჩემი შედეგი ასახავს. ამიტომ გიზიარებთ. მაგრამ, თქვენი ნდობის და ლოიალურობის გაზრდა რომ არ მჭირდებოდეს, ან ჩემი ექსპერტულობის დამტკიცება, მაინც გამიხარდებოდა ამ შედეგის გაზიარება. გულწრფელად ვთვლი, რომ ადამიანს უნდა მივულოცოთ არამხოლოდ აიფონის ყიდვა, დასუსტება ან ბინის შეძენა, არამედ სხვა შედეგებიც, რომელიც მას უხარია. შემდეგ პოსტში გიამბობთ ეს შედეგი როგორ მივიღე. დაბოლოს, მინდა, რომ დაგამოტივიროთ და გითხრათ, რომ პატიოსანი შრომით, ნაცნობების და მდიდარი ნათესავების გარეშეც შეიძლება მიაღწიოთ მსგავს და უფრო დიდი შედეგსაც” - წერს ნათია ღაჭავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×