დახურვა
სტილი
27.10.2021

ყველასთვის საყვარელმა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანს, რომელიც ამ ამბავში იყო გარეული, უკვე აპატია:

„მკვლელი ცოტა ისეთი ნათქვამია, მკვლელი არ იყო. შემთხვევით მოხდა, ზღვას დავაბრალე ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი წელია, არ ჩავსულვარ ზღვაზე. მე იმ წელს ჩავაბარე მოსკოვში, კონსერვატორიაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მოვხვდი იქ. მერე მიყვებოდა ბებიაჩემი, რომ ჩემს დას ჩარიცხვის წერილი ერთი კვირის განმავლობაში გულში ჩახუტებული დაჰქონდა. ქობულეთში გვქონდა სახლი, ზღვის პირას. რომ ჩავედი ქობულეთში, უცებ ჩემი და დამხვდა ძალიან ბევრი თაყვანისმცემლით, ძალიან ლამაზი იყო და ბევრი ბიჭი დაჰყვებოდა...

ვეჩხუბე, ვინ არიან ესენი, რა ხდება-მეთქი?! ჯინსის უსახელო ქურთუკი მეცვა და ვესროლე გაბრაზებისგან. მე მივდიოდი, უნდა ჩამოვსულიყავი ერთ კვირაში უკან და სადგურზე მოვარდა, ქურთუკი დაგრჩაო. ჩამოვედი დაძრული მატარებლიდან, ჩავეხუტე და წავედი. იმის მერე აღარ მინახავს. შემთხვევის დროს რომ ჩავედი, მზემ დაარტყა და ქობულეთში წაიყვანესო, ასე მითხრეს. დედაჩემმა მითხრა, ფეხი მოიტეხაო და დავიჯერე. ყველაფერს მივხვდი, მაგრამ ქვეცნობიერმა არ მიიღო ეს ინფორმაცია. გაირკვა, რომ ზღვაში თამაშის დროს ერთმა ბიჭმა ჩემს დას კამერა გამოართვა, მას კი შიშისგან გული გაუსკდა. ამ ამბიდან 20 წლის შემდეგ ვიღაც ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე ვარ ის, ვის გამოც შენი და დაიღუპაო. ჩავეხუტე, თავზე ხელი გადავუსვი და მახსოვს, რაღაც ჟილეტი მქონდა, ეს ჩემგან საჩუქრად-მეთქი. იმის მერე არ მინახავს და გავიგე, რომ ჩემი დის დასაფლავების დღეს, 28 აგვისტოს, ინფარქტით გარდაიცვალა“ - იხსენებს დათო ევგენიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×