დახურვა
სტილი
30.10.2021

თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მოდელი თაკო ჩხეიძე საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ მაშინ შეყვარა, როცა თინეიჯერი იყო და პოდიუმზე ძალები პირველად მოსინჯა. თაკომ პატარა ასაკში რჩეულზე, რუსლან აბაშიძეზე იქორწინა. მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, რომელის შესახებაც მედია დიდხანს წერდა. მიუხედავად დაოჯახებისა, თაკოს სამოდელო კარიერაზე უარი არ უთქვამს და, პირიქით, ამ სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია.

რუსლანსა და თაკოს დიდი ოჯახი აქვთ და გამომწერებს ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებსაც ხშირად უზიარებენ. ამჯერად თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ქმარსა და შვილს დაბადების დღეს ულოცავს: „მიყვარხართ და მეამაყებით, გილოცავთ დაბადების დღეს, ბედნიერება და სიხარული, ერთად და ყოველთვის. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი... მიყვარხართ მთვარემდე და უკან" - წერს თაკო ჩხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×