დახურვა
სტილი
02.11.2021

ყველასთვის საყვარელი როლების შემსრულებელმა მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა რუსთაველის თეატრში 50 წელი გაატარა. ცოტა ხნის წინ, თეატრთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

"პატარა შვილიშვლიც მყავს. დემეტრე, ჩემი ცხოვრების აზრია. ისე, როცა მეკითხებიან, მარტო ხარ? იცით რა? საერთოდ, ყველა ადამიანი მარტოა, მარტოსული. როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას, მხოლოდ შენზეა დამოკიდევბული. ორი დისშვილი მყავს. რძალი და ბავშვი ხუთ წლამდე აქ, ჩემთან იყვნენ. მე ახლა სოლოლაკში ვცხოვრობ, ტაბიძეზე. ამიტომ, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია. ეს არის ბედნიერება. ამათ რომ ვუყურებ, სხვა არაფერი მინდა...კაცმა არ იცის, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე მაინც ძალიან მჯერა ბედისწერის და ვფიქრობ, კარგი ოჯახი მექნებოდა. ადამიანი იბადება და მას თავისი ბედი მაშინვე ეწერება ბედის წიგნში. ჩემი ბედი კი, ალბათ, ეს იყო. ჩვენს ბედს ნაწილობრივ ჩვენვე ვჩარხავთ, მაგრამ ხანდახან რაღაც რომ გინდა, გააკეთო და არ გამოგდის, ესეც ხომ ბედია, არა?" - განუცხადა ნანული სარაჯიშვილმა "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×