დახურვა
სტილი
03.11.2021

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, როგორ უნდა მოვუაროთ თმას სწორად, რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა ქერტლი, თმის ცვენა და სხვა პრობლემები შეძლებისდაგვარად ავიცილოთ თავიდან.

- გრძელი თმის მოვლა, რა თქმა უნდა, შედარებით რთულია, ამიტომაც პრობლემა უფრო აქტუალური ქალბატონებისთვისაა. თმის მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ დაბანის წესი, გაშრობა, დავარცხნა, სხვადასხვა ვარცხნილობისა თუ დასაბანი საშუალებების სწორად შერჩევა და ასე შემდეგ. პირველ რიგში, აქცენტი თმის საღებავზე უნდა გავაკეთოთ, რადგანაც მის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ საღებავი ამიაკის გარეშე უნდა იყოს. თუმცა, ამიაკზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თუთქის ანუ თხევადი სოდის შემცველი საღებავი, რომელშიც ნატრიუმის ჰიდროქსიდი შედის. არსებობს მეორე ტიპის საღებავი, რომლებშიც თხევადი სოდა აქტიური ინგრედიენტი არ არის და კალციუმის ჰიდროქსიდს შეიცავს. არ უნდა გამოვიყენოთ ის საღებავი, რომელშიც აქტიური ინგერდიენტი ნატრიუმის ჰიდროქსიდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ თმის დაზიანების, არამედ სკალპის პრობლემებიც , როგორიცაა ქერტლი, ქავილის შეგრძნება, კანის შეწითლება და სხვა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველი დაბანის შემდეგ თმის საშრობის გამოყენებაა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. თმა ნაზად უნდა შევიხვიოთ პირსახოცში და ბუნებრივად გავიშროთ. ასევე, სველი

თმის დავარცხნა არ შეიძლება. უმჯობესია, გამოვიყენოთ ისეთი სავარცხელი, რომელსაც ფართო კბილები აქვს და არა ვიწროკბილებიანი. ასევე, თმის უთოს გამოყენება აუცილებლად უნდა შევზღუდოთ. გასათვალისწინებელია დაბანის წესიც. თმას დაბანა არ სჭირდება, თითის ბალიშის დახმარებით შამპუნი სკალპზე უნდა შევიზილოთ და არა თმაზე, შემდეგ კი შამპუნის თმაზე ბუნებრივად ჩამობანვა ვაცადოთ. გარდა ამისა, დაბანისას არ უნდა გავწუროთ ან უხეშად არ უნდა ჩამოვქაჩოთ თმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აუცილებელად გამოვიყენოთ თმის კონდიციონერი ყოველი დაბანის შემდეგ. თუ ვამბობთ, რომ შამპუნის შეზელვა სკალპზე უნდა მოხდეს, კონდიციონერის შემთხვევაში პირიქითაა, თმაზე უნდა დავიტანოთ. ორი ტიპის კონდიციონერი არსებობს. ერთი, რომელსაც ჩამობანვა არ სჭირდება და მეორე, რომელიც უნდა ჩამოვიბანოთ. ასევე, არსებობს შამპუნები, რომლებიც თავად შეიცავენ კონდინციონერს და მასთან ერთად სხვა დამატებითი საშუალების გამოყენება აღარაა საჭირო.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×