დახურვა
სტილი
08.11.2021

მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა 8, 10, 11, 12 ნოემბერი. გთავაზობთ, კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებს, რომელთა პოზიტიურ, ან ნეგატიურ გავლენას ყველა ზოდიაქოს ნიშანი ერთნაირად განიცდის. მაშ ასე:

♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ მარტივად ბრაზდებით, გაღიზიანებულობა და სულსწრაფობა იმატებს, შესაძლოა, შეგექმნათ პრობლემები, სასურველია ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ.

♉კურო -ქარიზმატული, ორგანიზებული და დისციპლინირებულია. მთლიანად პერიოდი კარგია, მაგრამ ამ პერიოდში კურო ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული ხდება, რამაც შესაძლოა პარტნიორებთან კონფლქტი გამოიწვიოს.

♊ტყუპები - რთული პერიოდია, ხასიათცვალებადობა და გაღიზიანება მოიმატებს. ახლა მათთვის მთავარი აქამდე შექმნილის შენარჩუნებაა და არაა ახალი საქმეების დაწყება. მოსალოდნელია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან კონფლიქტები, ამიტომ მათ სიმშვიდე მოეთხოვებათ.

♋კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, თუმცა რადგან ზოგადად პერიოდი რთულია, წყალქვეშა დინებები თქვენც შეგეხებათ. ზედმეტად მიმნდობი ხდებით, ამან შესაძლოა, შემდეგ ზედმეტი ფინანსური ხარჯი გამოიწვიოს. შესაძლოა გასავალი შემოსავალზე მეტი გქონდეთ ამიტომ ამ მიმართულებით ყურადღებით იყავით, რადგან საჭიროა თქვენი გულმოწყალების გაკონტროლება.

♌ლომი - პერიოდი თქვენთვის რთულია, ენერგოტონუსი დაბალია, გაღიზიანება მაღალია, აგრესია მატულობს. შესაძლოა, თქვენი გეგმები რადიკალურად შეიცვალოს. შეამცირეთ კონტაქტები ადამიანებთან.

♍ქალწული -ერთის მხრივ პერიოდი კარგია, მაგრამ მატულობს მასში სიჯიუტე და ზედმეტი პრეტენზიულობა, სხვისი მართვის სურვილი აქვს და ეს საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.

♎სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, შესაძლოა, ადვილად გადაიღალოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელთა რჩევებს, რადგან შესაძლოა ის თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. არაფერი სარისკო არ უნდა დაიწყოთ, ფრთხილად და წინდახედულად უნდა იყოთ.

♏მორიელი - ყველაზე აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ძალიან შარმიანი და მიმზიდველი ხართ. თუმცა შესაძლოა, ამ მოზღვავებული ენერგიის დროს ცოტა შეცდომა დაუშვათ, თუმცა ყველა მიმართულებით წარმატების შანსი დიდი გაქვთ და ეს პერიოდი გამოიყენეთ. 

♐მშვილდოსანი - ყველაზე პრობლემური ნიშანი ხართ ამ პერიოდში. მეტად დაისვენეთ და დაასვენეთ ორგანიზმი რადგან პერიოდი რთული გაქვთ. ყველა პრობლემა და ვალდებულება ერთად მოიყრის და შეგახსენებთ თავს, ამიტომ ეცადეთ მეტად დაისვენეთ.

♑თხის რქა - გაორებული პერიოდი გაქვთ, ერთი მხრივ ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, მეორე მხრივ წყალქვეშა დინებებია გაღიზიანებულობა და სიჯიუტე. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან დაპირისპირების ალბათობა მაღალია.

♒მერწყული - მათთვის მაინცდამაინც კარგი პერიოდი არ არის. მას მოუწევს საკუთარი ავტორიტეტის და იდეების დაცვა. ამიტომ ახალი სარისკო საქმეების დრო არ არის და ყოველდღიური საქმეებით უნდა შემოიფარგლოთ.

♓თევზები - ერთ მხრივ პერიოდი მშვენიერია, ენერგიული, ინიციატივიანი და შემოქმედებითად წარმატებული ხართ, მაგრამ პარალელურად არსებობს წყალქვეშა დინებები, ამიტომ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან დაძაბულობა მატულობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×