დახურვა
სტილი
09.11.2021

ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.

ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეხმაურება და სტატისტიკას აქვეყნებს: „ხალხო, ხედავთ, რომ ეს უკვე ნორმად იქცა?! მოახდინეთ რაიმე რეაგირება. მედიკოსებს მივმართავ, გაუწიეთ აცრას პროპაგანდა, ნუ ხართ ჩუმად, თორემ ცოტა ხანში საერთოდ 

აღარ დავრჩებით“ - წერს ნინო გაჩეჩილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×