დახურვა
სტილი
09.11.2021

დღეს ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ლევან ჩხაიძის, იგივე ჯაკოს დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდებოდა.

ტელეწამყვანი 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო.

გარდაცვლილი მეგობრის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ჩემი საყვარელი ბიჭის დაბადების დღე დადგა. სიკვდილის აღარ მეშინია, ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ. როდის შევხვდებით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად შევხვდებით. ვაკოცებ და პირველი, რასაც ვეტყვი, როგორ მომენატრე ბიჭოთქო. ეთერში ვზივარ ახლა და რომ ვიცოდე სადმეა და ცოცხალია, მივყრიდი ყველაფერს, სტუდიიდან გავიქცეოდი და ბევრს ვაკოცებდი. დაბადების დღეს გილოცავ, ჯაკო“- წერს ინგა გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×