დახურვა
სტილი
10.11.2021

ამ თემების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, ინფექციონისტმა მალვინა ჯავახაძემ ისაუბრა: „რატომ დაგვჭირდა საერთოდ ბუსტერი? აღმოჩნდა, რომ ის პირველი და მეორე დოზა, რომელიც სრულ ვაქცინაციად ითვლებოდა, აღარ გვიცავს, ეს კვლევებით დადასტურდა. მიზეზი ისაა, რომ ვირუსი ბევრად უფრო აქატიური აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ქმედებები. ვაქცინა ეფექტური იყო პირველ შტამზე, მაგრამ ახალ დელტა შტამზე შედარებით ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, არც ერთი აცრილი დაუცველი არ არის. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაბალია ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბავშვთა ვაქცინაციას, ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია ბავშვების, თუმცა ავადობა გაზრდილია. ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ მშობლების შიში შემცირდა, ისწავლეს სახლში ამ დაავადების მართვა.

რატომ მიიღო საბჭომ ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება? საბჭომ ყველა კვლევა დაამუშავა და აღმოჩნდა, რომ 12-16 წლმდე ასაკის მომართვიანობა მაღალია და აქ გართულებებიც უფრო ხშირია. 12-15 წლის ბავშვებს შეეძლებათ აიცრან ფაიზერით, დოზა და ინტერვალი იგივე იქნება, ეს ნებაყოფლობითია და მშობლის თანხმობაა საჭირო.

ბუსტერი, ანუ დამატებითი დოზა, რომელიც განპირობებულია ახალი შტამების ცირკულირებით, შეუძლია მიიღოს ყველას 18 წლის ზემოთ. ყველა ბუსტერი ტარდება ბოლო აცრიდან 6 თვის შემდეგ, გამონაკლისი არის, 60 წლის ასაკი, როცა ბუსტერი ტარდება 3-6 თვემდე შუალედში. სინოვაკითა და სინოფარმით აცრილებს ბუსტერი უკეთდებათ ან სინოვაკით, სინოფარმით ან ფაიზერით, თუ აცრილია ფაიზერით ბუსტერ დოზა უკეთდება ისევ ფაიზერით, თუ აცრილია ასტრაზენეკათი უტარდება ფაიზერით“ - განმარტავს მალვინა ჯავახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×