დახურვა
სტილი
12.11.2021

სალომე ჩიტაძე მომღერალ მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მარტის თვეში ცნობილი გახდა, რომ სალომემ რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა.

"როცა გავიგე, დედა ვხდებოდი, დედაჩემი ორმაგად შემიყვარდა. ექოზე პირველი მაკა შემორბის, ყოველი დილა მისი ზარით იწყება... მაკას და მის ქმარს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, ასეთი სიყვარული მინდა ვიპოვო, როგორიც დედას და მის მეუღლეს აქვთ-მეთქი და ამიხდა" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში. სულ ცოტა ხნის წინ ის პირველი შვილის, მიქაელის დედა გახდა.

შვილის გაჩენის შემდეგ სალომე ჩიტაძე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და პატარა მიქაელის ფოტოებს. ამჯერად კი მან შვილის ვიდეო გააზიარა და დაწერა, რომ მას კორონავირუსი აქვს: „ასე მუშტებით უმკლავდება გაიძვერა კოვიდს" - წერს სალომე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×